საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სურსათი სახლებში მიუტანეს
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სურსათი სახლებში მიუტანეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს პირველადი მოხმარების სურსათი სახლებში მიუტანეს.

საჩხერის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეთა საჭიროებებს გაეცნენ. საჩხერის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული  100-ზე მეტი მარტოხელა მოქალაქე ცხოვრობს.

„ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს, დაეხმაროს მათ, ვისაც არ ჰყავს ოჯახის წევრები, ცხოვრობს მარტო და არის 70 წელს გადაცილებული, რათა ისინი არ გავიდნენ გარეთ, დარჩნენ სახლში და თავიდან აიცილონ კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობა“, – განაცხადა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.