საჩხერის კლინიკის სამედიცინო მენეჯერი - ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სამმა პაციენტმა კი, შესაძლოა, კლინიკა მიმდინარე კვირაში დატოვოს
საჩხერის კლინიკის სამედიცინო მენეჯერი - ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სამმა პაციენტმა კი, შესაძლოა, კლინიკა მიმდინარე კვირაში დატოვოს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მას ორმხრივი პნევმონია აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საჩხერის კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა, მაია ხელაძემ განუცხადა.

ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში ორი დღის წინ შეიყვანეს. მას ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, რომლებიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით იმყოფებიან, ხელაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლოა, კლინიკა მიმდინარე კვირაში დატოვონ.