საჩხერის კლინიკის დირექტორი - ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სასტუმროში რჩება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
საჩხერის კლინიკის დირექტორი - ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სასტუმროში რჩება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე საჩხერის სასტუმროში არიან მოთავსებულები. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, არც ერთ მათგანს ტემპერატურა ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

სასტუმროში მოთავსებულ 34 პაციენტზე მუდმივი დაკვირვება და მონიტორინგი მიმდინარეობს. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ კი ყველა მათგანი სასტუმროს დატოვებს.

მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ამ ხნის მანძილზე საჩხერის საავადმყოფოში მომართვიანობა არ გაზრდილა. დირექტორი ამბობს, რომ ამ დროის მონაცემებით, დამატებითი პაციენტების შემოყვანა არ იგეგმება.