საჩხერის კლინიკაში სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

15:15, 25.03.2020

საჩხერის კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საჩხერის კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა, მაია ხელაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში პაციენტების ანალიზების პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

„რაც შეეხება საჩხერის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულ სამ პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე დადებითი დინამიკა შეინიშნება მეოთხე პაციენტთან, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს“, – განაცხადა მაია ხელაძემ.

მსგავსი