საჩხერეში წყალდიდობის შედეგად ბაზრის ტერიტორია დაიტბორა

12:52, 05.03.2018

საჩხერეში, გომართელის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.

მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეები დატბორილი ტერიტორიიდან გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „ფიებუქის“ ოფიციალურ გვერდზე წყალდიდობის ამსახველ ფოტოვიდეო მასალას ავრცელებს.

 

 

მსგავსი