საჩხერეში ჭალა-ორღულის სარწყავ სისტემაზე სამუშაოები მიმდინარეობს
საჩხერეში ჭალა-ორღულის სარწყავ სისტემაზე სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. როგორც საქართველოს პირველ არხს მელიორაციის სამსახურიდან აცნობეს, საჩხერის მუნიციპალიტეტში ჭალა-ორღულის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს ჭალა-ორღულის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის ჭალას მონაკვეთის მოწესრიგებას.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა მონოლითური რკინაბეტონის არხი 840 გრძივი მეტრი; ახალი წყალგამშვებ შემტბორავი ნაგებობები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მილ-ხიდებს;

ჩატარებული სამუშაოების შედეგად,სოფელ ჭალაში 50ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

სამუშაოების გასაცნობად იმერეთში შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკური დირექტორი თენგიზ ლაკირბაია იმყოფებოდა.

პროექტის საერთო ღირებულებაა 242 500ლარი.

სარწყავი სისტემა წყალს მდინარე ყვირილას კალაპოტში მოწყობილი სათავე ნაგებობიდან იღებს. ჭალას სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სიგრძეა 2,5კმ.