საჩხერესა და სამტრედიაში ქუჩები, ტროტუარები და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

00:44, 11.04.2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, საჩხერესა და სამტრედიაში ცენტრალური ქუჩები, ტროტუარები და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, გზების მორეცხვის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალს.

ქუჩების მორეცხვა და დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

მსგავსი