საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.