საჩხერე-ონის გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
საჩხერე-ონის გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საჩხერე-ონის გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. იგეგმება 5-კილომეტრიანი გზის გაყვანა საჩხერედან ქვემო ხევამდე. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 8,71 მილიონი ლარია. განაცხადების მიღება ტენდერზე 22 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბერს დასრულდება. სამუშაო კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დასრულდეს.

ზემო იმერეთი (საჩხერე) – რაჭის (ონი) საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 2020 წლამდე, სავარაუდოდ, 145 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2017 წლის ბიუჯეტით, პროექტისთვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი, 2018 წელს დაფინანსება, სავარაუდოდ, 25 მილიონს შეადგენს, 2019 წელს 40 მილიონს, 2020 წელს კი 70 მილიონ ლარს.

ამ გზის მეშვეობით ზემო იმერეთი რაჭას უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება. ამასთან, შემცირდება თბილისიდან ონის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი. ასევე, აღნიშნული მონაკვეთი ქუთაისი-ტყიბულის საავტომობილო გზის ალტერნატიული მიმართულება იქნება.