საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭადრაკეებმა პირველი გამარჯვებები დააფიქსირეს #1TVSPORT
საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭადრაკეებმა პირველი გამარჯვებები დააფიქსირეს #1TVSPORT

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მსოფლიო 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტურის პარტიები გაიმართა.

ოლიმპიადაზე მონაწილეთა რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა, ვაჟთა შორის პირველობისთვის 188, ხოლო ქალთა შორის 162 ეროვნული ნაკრები იბრძვის.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულმა გუნდმა პირველ ტურში ერაყის ნაკრებს 4:0 სძლია, ასეთივე ანგარიშით მოიგო საქართველოს ვაჟთა გუნდმა რომლის მეტოქე სასტარტო შეხვედრაში მალავის ნაკრები იყო.

საქართველოს ქალთა ნაკრები ინდოეთისა და უკრაინის გუნდების შემდეგ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ნომრად არის განთესილი

პირად სარეიტინგო სასტარტო ათეულში კი სამი ქართველი მოჭადრაკეა – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და ნინო ბაციაშვილი.

მეორე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები ლიეტუველებს, ხოლო ვაჟები ბოლივიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობები:

ქალთა ნაკრები

1. ნანა ძაგნიძე (2531)

2. ლელა ჯავახიშვილი (2476)

3. ნინო ბაციაშვილი (2466)

4. მერი არაბიძე (2426)

5. სალომე მელია (2384)

გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა

ვაჟთა ნაკრები

1. ბაადურ ჯობავა (2585)

2. მიხეილ მჭედლიშვილი (2593)

3. ლევან ფანცულაია (2581)

4. ლუკა პაიჭაძე (2561)

5. თამაზ გელაშვილი (2549)

გუნდის კაპიტანი – ზურაბ სტურუა