საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთში გუნდთან ერთად სამი არგენტინელი ფეხბურთელი ვარჯიშობს.
„სამხრეთამერიკულ ჰოლდინგთან პარტნიორობით, არგენტინის ვიცე-ჩემპიონ „ტალიერესიდან“ საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ სამი ფეხბურთელი მიიწვია. მათ „საბურთალოს“ მაისური თურქულ შეკრებაზე უკვე მოირგეს და გუნდთან ერთად პირველი ამხანაგური მატჩიც ჩაატარეს.
შეკრების პირველი შეხვედრა „საბურთალომ“ უზბეკეთის წარმომადგენელ „ანდიჟონთან“ ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. გოლები გიზი მამაგეიშვილმა და გუნდის ახალწვეულმა, 21 წლის კრისტიან ლუდუენამ გაიტანეს.
არგენტინელ ფეხბურთელებს ჯერ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებიათ. „საბურთალოს“ ცნობით, არგენტინელ მოთამაშეებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ გავრცელდება.