საბურთალოსა და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
საბურთალოსა და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიამ საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში 200 მეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი განაახლა.

კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს დღეს განახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 22:00 საათიდან 29 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N1-დან N17 კორპუსის ჩთ; VI და VII კვარტლებს; ნადირაძის, მამასახლისოვის, შავიშვილის, სანდრო ეულის N1-დან N5 ჩთ; ქავთარაძის ქუჩას; თოფურიძის ქN83-დან 87-ის ჩათვლით.

ასევე, კომპანიის ინფორმაციით, „თელასის“ მიერ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩაზე მდებარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დილის 11:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში:

გეგუთის, ბეჟანიშვილის, ლომთათიძისა და მიმდებარე ქუჩებს, მუხრანის ქუჩის მეოთხე ჩიხს და ხეხილ-სანერგე მეურნეობის დასახლების ნაწილს.