საბურთალოსა და ისნის რაიონებში წყალმომარაგება შეიზღუდება
საბურთალოსა და ისნის რაიონებში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, გოძიაშვილის ქ. VI ჩიხში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, გადაერთებითი სამუშაოების მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლებაში: გოძიაშვილის ქ. N 1-დან N 71-ის ჩათვლით, N 2-დან N 24-ის ჩათვლით, გოძიაშვილის ქ. ჩიხს, I,II ჩიხებს, სარაჯიშვილის ქ. N 1-დან N 35-ის ჩათვლით, N 2-დან N 36-ის ჩათვლით;

წყლის მიწოდება შეიზღუდება ისნის რაიონშიც. კომპანია ჯორბენაძის ქ. N 9-ში, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც აღნიშნულ ქუჩაზე წყალმომარაგება 12:00-დან 16:00 საათამდე შეიზღუდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.