საბურთალოსა და გლდანის რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
საბურთალოსა და გლდანის რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ვაზისუბნის ქუჩის N36-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 სთ-დან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: ისაკაძის(ვაზისუბნის), ჰეიდარ აბაშიძის, ლომონოსოვის ქუჩებს, ლვოვის ქ. N41-დან N83-მდე, N38-დან N86-მდე, ონიაშვილის ქ. N39-დან N87-მდე, N42-დან N80-მდე.

წყლის მიწოდება შეწყდება გლდანის რაიონშიც. კომპანია ჯანჯღავას მე-3 შესახვევის N88-თან, გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის 20:00 სთ-დან 30 ივლისის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში: ჯანჯღავას ქუჩას, ჯანჯღავას I,II, III შესახვევს, ჯანჯღავას ჩიხებს; კაჭარავას ქუჩის N48-დან N68-ის ჩთ და N57-დან N71-ის ჩათვლით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.