„საბურთალოს“ ყოფილი თავდამსხმელი ბელარუსში გადავიდა - აქ უგუნურება ხდება, თამაშის დროს შიში მიპყრობს
ოგნიენ როლოვიჩი, რომელმაც დეკემბერში „საბურთალო“ დატოვა, ბელარუსულ კლუბ „მინსკში“ გადავიდა. 26 წლის ჩერნოგორიელმა თავდამსხმელმა კოროვირუსის პანდემიის ფონზე ბელორუსის ჩემპიონატის გაგრძელებას უგუნური საქციელი უწოდა.
„უგუნურებაა, რომ ფეხბურთს მხოლოდ ჩვენ ვთამაშოთ. ბელარუსში ყველა ისე იქცევა, თითქოს, ეს პრობლემა მნიშვნელოვანი არაა და რომ თითქოს არ უნდა გვეშინოდეს. ეს უცნაური მენტალიტეტია. თუ გეშინია კორონავირუსის, მაშინ ვაჟკაცი არ ხარ? ასეთ დროს და პირობებში კონცენტრირება ძნელია”, – ციტირებს როლოვიჩის სიტვებს ინლისური გამოცემა „დეილი მეილი“.
„მინსკის“ თავდამსხმელი ინლისურ გამოცემასთან საუბარში იმ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი აზრით, საფრთხის შემცვლელია:
„თქვენ არ იცით, მეტოქის მოთამაშე, რომელთანაც კონტაქტი გაქვს, თამაშამდე სად იყო, ვის შეხვდა და რა საფრთხის მატარებელია. ამ დროს, კლუბთან ხელშეკრულება გაკვშირებს და მატჩებსა და ვარჯიშებზე მონაწილეობაზე უარის თქმა არ შეგიძლიათ, რადგან ოჯახზე უნდა იზრუნოთ. ორ ცეცხლს შორის ვარ. ვფიქრობ, თუ ფეხბურთელებში წილისყრას ჩაატარებენ, 90 პროცენტი ჩემპიონატის დასრულებას მიემხრობა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ასეთ დროს თამაში გამიმართლა, რადგან ახლა ყველა ბელარუსის ჩემპიონატს უყურებს და საკუთარი თავის წარმოჩენა შეგვიძლია, მაგრამ მეორე მხრივ – ვირუსი ხომ ყველგანაა და ჩვენ კიდევ ვთამაშობთ. ასეთ დროს შიში გიპყრობს“.