საბურთალოს საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, შვიდ შერჩეულ უბანზე ხმების გადათვლის შედეგად, საერთო მონაცემი არ შეცვლილა
საბურთალოს საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, შვიდ შერჩეულ უბანზე ხმების გადათვლის შედეგად, საერთო მონაცემი არ შეცვლილა

საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბესიკ ლაჩაშვილის ინფორმაციით, ოლქში შერჩეულ შვიდ უბანზე ხმების გადათვლის შედეგად, საერთო მონაცემი არ შეცვლილა.

„ლოტოტრონით გამოვლენილი იყო ჯამში შვიდი უბანი, რომელთა გადახედვაც მოხდა. ცვლილება გვქონდა სამ შემთხვევაში, უბან N 31-ში მაჟორიტარულ ნაწილში სუბიექტ N 45-ის შეკვრაში იდო სუბიექტ N 41-ის ორი ბიულეტენი. N 60 უბანზე ბათილებში ეწერა 24 ბიულეტენი, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა 25. 88-ე უბანზე კი ერთი ხმა დაემატა სუბიექტ N 41-ს. ამ კონკრეტული მონაცემით, საერთო ჯამი საბურთალოს ოლქში არ შეცვლილა“, – განაცხადა ბესიკ ლაჩაშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარის ინიციატივით, ხუთი სავალდებულო უბნის ნაცვლად, დღეს ხმების გადათვლა თითოეულ ოლქში შვიდ უბანზე მოხდა. ხმების გადათვლის პროცესი საარჩევნო ოლქებში 17:00 საათზე დაიწყო.

დატოვე კომენტარი