საბურთალოს რაიონში სატრანსპორტო სქემები შეიცვალა [გრაფიკა]

თბილისში, საბურთალოს რაიონში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, სატრანსპორტო სქემები შეიცვალა.

დედაქალაქის მერია ცვლილებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას და გრაფიკას ავრცელებს.

· იონა ვაკელის ქუჩა, ვაჟა-ფშაველადან ყაზბეგის გამზირამდე, გაცალმხრივდა.

· ორმხრივი მოძრაობა შენარჩუნდა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და დაიხაზა შესაბამისი სატრანსპორტო ზოლი.

ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს ყაზბეგიდან გადაადგილება შეუძლიათ,  ვაჟა-ფშაველას გამზირზე ან პირდაპირ.

· გაცალმხრივდა ოთარ ჭილაძის ქუჩა, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე.

· ყაზბეგის გამზირიდან, ჭილაძის ქუჩის მეშვეობით, მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელია ვაჟა-ფშაველაზე ან პირდაპირ.

ასევე, აპრილიდან ცვლილება ეხება იოსებიძე-ქუთათელის მონაკვეთს.

· იოსებიძის ქუჩაზე, ქუთათელიდან კალანდაძის ქუჩამდე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება.

· ტრანსპორტი ქუთათელის ქუჩაზე შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევა.

· ავტომობილები, კალანდაძის ქუჩის გზაჯვარედინზე გადაადგილდებიან  ან მარცხნივ – პეკინის ქუჩისკენ, ან პირდაპირ –  იოსებიძის ქუჩაზე.