საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

07:42, 23.04.2019

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 22:00 საათიდან 24 აპრილის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში:

კანდელაკის ქ. N7-35, N4,6; პეკინის ქ. N33-41 და N34-46; ვაჟა-ფშაველას გამზირის N1-23, ტაშკენტის ქ. N21-31; ტაშკენტის შესახვევს; ფანჯიკიძის (ბუდაპეშტი) N1-5, N2-10; შარტავას ქ. N45.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი