საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, დიდ დიღომში გამწვანების აქცია მოეწყო
საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, დიდ დიღომში გამწვანების აქცია მოეწყო

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ავთანდილ ცინცაძისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, დიდ დიღომში, საბავშვო ბაღის „ხუთკუნჭულა“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო.

აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრება იყო, სადაც საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა.

თბილისის მერისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა.

აქციის ფარგლებში, არიზონას კიპარისის ჯიშის 150 ძირი ნერგი 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაირგო.

ნერგები საბურთალოს გამგეობას დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გადასცა.