„საბურთალოს“ ორი ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნში“ სინჯებზე იმყოფებოდა #1TVSPORT
„საბურთალოსა“ და საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები, დანიელ ქვარცხავა და გიორგი ნიკოლაიშვილი მიუნხენის „ბაიერნში“ სინჯებზე იმყოფებოდნენ. გერმანულ გრანდში გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ – ინფორმაციას გვერდი „90 წუთი“ აქვეყნებს.
ორივე მათგანი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრია. გიორგი ნიკოლაიშვილი მცველია. საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში გამოსვლის შემდეგ, ვასილ მაისურაძემ უფროსი ასაკის ნაკრებშიც დააწინაურა, სადაც ორი თამაში ჩაატარა.
დანიელ ქვარცხავამ „საბურთალოს“ მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩი ლანჩხუთის „გურიასთან“ თასზე ჩაატარა და ეროვნულ ლიგაშიც ითამაშა. ის ჯერ 17 წლისაა და თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მას ასაკობრივ ნაკრებებში მუდმივად იწვევენ.
ცოტა ხნის წინ ქვარცხავამ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებულ (6:2) შეხვედრაში, თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ ეკუთვნის ლუკა პარკაძის ტრანსფერი, რომელცი სეზონის დასაწყისში დაიმატა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკისთვის ავსტრიის მეორე ლიგის გუნდში, „ადმირა ვაკერში“ გაუშვა.