„საბურთალოს“ ფეხბურთელი - კორონავირუსმა ცხოვრება წაგვართვა
„საბურთალოს“ ფეხბურთელი - კორონავირუსმა ცხოვრება წაგვართვა

„კორნავირუსის პერიოდში ფეხბურთი განსაკუთრებით დავაფასე. ძნელია, როცა შენს საყვარელ საქმეს ასე უცბად წყდები“ – ამბობს „საბურთალოს“ 23 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი.

23 წლის ფეხბურთელის თქმით, ახლა ყველაფერი ის ენატრებნა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში რუტინული ცხოვრების ნაწილად მიაჩნდა:

„ყველაფერი მომენატრა, რაც აქამდე ჩემს სფეროსთან მაკავშირებდა – ვარჯიშები, გუნდელები, ბალახის სუნიც კი. კორონავირუსმა ცხოვრება წაგვართვა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი დასრულდება და ახლანდელი პერიოდი წარსულში დარჩება“.

ალთუნაშილი საქართველოს ვირტუალური (E ლიგა) გათამაშების „ა“ ჯგუფის ლიდერი და გათამაშების პირველი ნახევარფინალისტია. მან გათამაშებაში კონკურენტები დაასახელა:

„კარგი წამოწყებაა – სახალისო ტურნირია, რომლითაც კარანტინის პერიოდს ვიმსუბუქებთ. ჩემი აზრით, ძალიან კარგად თამაშობენ ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია და „თელავის“ ფეხბურთელი თორნიკე რუხაძე. მათ ყველაზე სერიოზულ კონკურენტებად მივიჩნევ“.