საბურთალოს მე-3 საარჩევნო ოლქში პირველ ტურთან შედარებით დაახლოებით 11 პროცენტით მაღალი აქტივობა ფიქსირდება
საბურთალოს მე-3 საარჩევნო ოლქში პირველ ტურთან შედარებით დაახლოებით 11 პროცენტით მაღალი აქტივობა ფიქსირდება.
17:00 საათის მონაცემებით, ოლქში რეგისტრირებული 130 336 ამომრჩევლიდან ხმა 66 171-მა მისცა, რაც 50, 77 პროცენტს შეადგენს.
საოლქო კომისიის ინფორმაციით, პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 51 252-ს, ანუ ამომრჩეველთა 39,5 პროცენტი იყო.
ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ვაკეშია, ყველაზე დაბალი ისანში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა ვაკეშია, სადაც საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 101 571 მოქალაქიდან საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდა ამომრჩეველთა 40,2%, ანუ 40 989 ამომრჩეველი. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ისანშია – 33,4%. ისნის ოლქში 111 680 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე ჯერ მხოლოდ 37 448 ამომრჩეველია მისული.