„საბურთალოს“ 14-წლამდელთა გუნდი ზამთრის თასის ფინალისტია
„საბურთალოს“ 14-წლამდელთა გუნდი ზამთრის თასის ფინალისტია

„საბურთალოს“ 14-წლამდელ ფეხბურთელთა გუნდი ზამთრის თასის 2018-ის ფინალში გავიდა. დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ა“ და „ბ“ ჯგუფების მატჩები და მეორე ნახევარფინალი გაიმართა.

„ა“ ჯგუფში პირველი ადგილი ფეხბურთის ფედერაციის აკადემიამ დაიკავა, ხოლო „ბ“ ჯგუფში – „საბურთალომ”, რომელმაც სამივე შეხვედრა მოიგო.

ნახევარფინალში ერთმანეთს ეს ორი გამარჯვებული დაუპირისპირდა – „საბურთალო“ თავიდანვე უპირატესობას ფლობდა, 5:3 გაიმარჯვა და 14-წლამდელთა ზამთრის თასი 2018-ის მეორე ფინალისტი გახდა.

ფინალური შეხვედრა 14 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16:45 საათზე დაიწყება – „საბურთალო“ „დინამო თბილისს“ შეხვდება.