"საბურთალომ" უკრაინელებთან მოგება ხელიდან გაუშვა
"საბურთალომ" უკრაინელებთან მოგება ხელიდან გაუშვა

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” თურქეთში მეორე შეკრება დაიწყო. დღეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ამხანაგური მატჩი უკრაინის უმაღლესი ლიგის “სტალთან” გამართა და 3:3 დაასრულა.

ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს უკრაინელებმა ორჯერ გაიტანეს და დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში ტექნიკურად ჯარიმა ლუკა ლაკვეხელიანმა შეასრულა 2:2. მალევე ”საბურთალო” დაწინაურდა – გიორგი კოხრეიძემ მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა. თუმცა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე უკრაინელებმა მაინც გაათანაბრეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს – 3:3.