„საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და უზბეკეთის ჩემპიონატის წარმომადგენელს, „ანდიჟანს“ (სადაც ქართველი თავდამსხმელი ნოდარ ქავთარაძე თამაშობს) 2:1 მოუგო.
„საბურთალოდან“ გოლები გიზი მამაგეიშვილმა და ახალწვეულმა, კრისტიან ლუდუენამ გაიტანეს. ლუდუენა 21 წლის არგენტინელი ნახევარმცველია, რომელიც თბილისურ კლუბში სინჯებზე იმყოფება.
„საბურთალო“ (სასტარტო შემადგენლობა): კუპატაძე, კაპანაძე, ნარიმანიძე, ჯგერენაია, კომახიძე, შ. ნონიკაშვილი, ქარდავა, დადიანი, გ. მამაგეიშვილი, კოხრეიძე, მამაცაშვილი.