„საბურთალომ“ ოთხეული გაინაღდა, მამაგეიშვილმა ისევ გაიტანა, „ქუთაისმა“ იოლად მოიგო #1TVSPORT
„საბურთალომ“ ოთხეული გაინაღდა, მამაგეიშვილმა ისევ გაიტანა, „ქუთაისმა“ იოლად მოიგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. 36-ე ტურის მატჩები საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა.

 

ტორპედო – სამგურალი 4:1

ქუთაისელებმა იოლად დაამარცხეს მეზობლები, რომლებიც საქართველოს თასის ფინალისთვის ემზადებიან. ფადი ზიდანმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი მეჰდი ბუკასის და თორნიკე ახვლედიანის ანგარშზეა, ხოლო ერთი ბურთის საკუთარ კარში ქუთაიესელთა მცველმა ბაქარ მირცხულავამ ჩაჭრა და „ტორპედომ“ 4:1 მოიგო.

 

თელავი – შუქურა 2:1

ქობულეთელები პირველ ნახევარში გია აფხაზავამ (26 წთ.) დააწინაურა, მაგრამ თელაველებმა მდგომარეობა მატჩის მიწურულს გამოსწორეს, ლაშა შერგელაშვილის (82) და 2:1 ირაკლი რუხაძის (87) გოლებით მაინც მოიგეს. შეხვედრის ბოლოს მთავარმა არბიტრმა გუნდური ჩხუბის წამოწყებისთვის საბა ჯინჭარაძე და მირიან ჯიქია გააძევა.

 

საბურთალო – სამტრედია 5:1

სტუმართა კაპიტნის, გიორგი არაბიძის გოლს მასპინძლებმა შოთა ნონიკაშვილის დუბლით, ასევე გიორგი გულიაშვილის, ნიკა მალის და ოთო მამაგეიშვილის გოლებით უპასუხეს. ამ უკანასკნელმა ულამაზესი დარტყმით ანგარიში ხუთამდე გაიზარდა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი.

ჩემპიონატში დარჩა მხოლოდ ერთი თამაში – „დინამო თბილისი“ 18:30 საათზე „დინამო-არენაზე“ თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს, მაგრამ ამ მატჩის შედეგი სატურნირო ცხრილში ადგილებს ვეღარ შეცვლის. მეოთხე ადგილი „საბურთალომ“ დაიკავა და მოგების შემთხვევაშიც, მას „ლოკომოტივი“ ვეღარ დაეწევა.

გუნდი
1. დინამო ბთ. 36 75
2.დინამო თბ. 35 67
3. დილა 36 61
4. საბურთალო 36 57
5. ლოკომოტივი 35 53
6.თელავი 36 44
7.სამგურალი 36 41
8. ტორპედო 36 40
9. შუქურა 36 27
10. სამტრედია 36 21