„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ ახალი ოფიციალური ბურთით ითამაშებენ
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ ახალი ოფიციალური ბურთით ითამაშებენ

დღეს, სასტუმრო „ბილთმორში“ გამართულ პრეზენტაციაზე არაერთი სიახლე გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ ამიერიდან „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ოფიციალური ბურთი „სელექთი“ (Select) იქნება.

ბურთს დანიური სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია ამზადებს. აღნიშნული კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქტი გასულ სეზონში გერმანული „ბუნდესლიგის“, ჰოლანდიური „ერედივიზიონისა“ და ბელგიური „იუპილერლიგის“ ოფიციალური სათამაშო ბურთი გახდა, გარდა ამისა აღნიშნული ბურთით ისლანდიის, ნორვეგიის, ფინეთის, დანიის და შვეიცარიის ჩემპიონატებში თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 და 2018 წლებში ეროვნული ლიგის ოფიციალური ბურთი გერმანული „ადიდასი“ იყო.