ქიმაძე, კუხიანიძე და შესაძლოა, მანჯგალაძე - „ტორპედო“ დაკომპლექტებას იწყებს  #1TVSPORT
ქიმაძე, კუხიანიძე და შესაძლოა, მანჯგალაძე - „ტორპედო“ დაკომპლექტებას იწყებს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობას ჯერ სატრანსფერო გეგმებზე არ უსაუბრია, მაგრამ ცნობილი გახდა რამდენიმე მოლაპარაკების ამბავი, რომელსაც კლუბი აწარმოებს.

თორნიკე ახვლედიანმა საქართველოს პირველ არხთან თავად დაადასტურა, რომ გუნდმა „დინამო თბილისთან“ მისი ტრანსფერი გამოისყიდა და სავარაუდოდ, ქუთაისურ კლუბთან ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

ამას გარდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ტორპედოში“, შესაძლოა, დაბრუნდნენ მცველი გიორგი ქიმაძე და ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე – პირველი „დინამო თბილისში“ თამაშოდა, მეორე – უზბეკეთის „ალმალიქში“. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ბოლო ცნობებით, ქუთაისელთა ხელმძღვანელობამ მოლაპარაკება რამდენიმე ფეხბურთელთან დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი გია მანჯგალაძეა, რომელიც ბათუმის „დინამოში“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. სეზონის ბოლოს 29 წლის გამოცდილ ნახევარმცველს ბათუმელებთან კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა.

მანჯგალაძეს კარგად იცნობს „ტორპედოს“ ახალი მწვრთნელი გია ცეცაძე, რომელთანაც 2016 წელს „სამტრედიაში“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.

დატოვე კომენტარი