„საბურთალომ“ „დინამოსთან“ უპირატესობა შეინარჩუნა

23:01, 04.08.2018

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-19 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა დასრულდა. გათამაშების ლიდერმა „საბურთალომ“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.

ანგარიში 29-ე წუთზე გიორგი დიასამიძემ გახსნა. 77-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა ბოლნისელთა კარი მეორედ აიღო, საბოლოო ანგარიში კი 90+3-ე წუთზე გაგი მარგველაშვილმა დააფიქსირა და „საბურთალომ“ 3:0 მოიგო.

„საბურთალომ“ 19 ტურის შემდეგ 46 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოსთან“ უპირატესობა ისევ 5 ქულამდე გაზარდა. „სიონი“ კი 13 ქულის ამარა დარჩა და ისევ მერვეზეა.

მსგავსი