გუნდებმა სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგური შეხვედრები გამართეს. „საბურთალომ“ დღეს ამხანაგურ შეხვედრა საგარეჯოს „გარეჯთან“ გამართა და 2:1 დაამარცხა.
თბილისელებიდან ბაქარ ქარდავამ დუბლი შეასრულა, ხოლო საგარეჯოელებიდან თავი მუსტაფა კამატემ გამოიჩინა. აღსანიშნავია ისიც, რომ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ლაშა პარუნაშვილს, რომელიც დედაქალაქურ კლუბში რამდენიმე დღის წინ ჩაირიცხა. 29 წლის ფეხბურთელი „საბურთალოს“ აღზრდილია, 2015 წლიდან „ესბიერგში“ თამაშობდა და დანიური კლუბიდან წელს წამოვიდა.
„საბურთალო“ ეროვნული ლიგის გათამაშებაში 37 ქულით მე-6 ადგილზეა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე ევროსაგზურისთვის იბრძვის – მესამეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ (43 ქულა) 7 ქულით ჩამორჩება და პლუს, საქართველოს თასისთვის ბრძოლას აგეძელებს.