ეროვნული საფეხბურთო ლიგის “საბურთალო” თურქულ შეკრებას აგრძელებს – 25 იანვარს თბილისელებმა მეორე საკონტროლო მატჩი გამართას.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე რუმინული “სეპსი” იყო. თბილისელებმა მეორე ტაიმში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.
გარკვეული პაუზის შემდეგ, მოედანს ”საბურთალოს” კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი დაუბრუნდა, რომელმაც ბოლო 19 წუთი ითამაშა.
თბილისელები პირველ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 29 იანვარს ბულგარეთს უმაღლესი დივიზიონის პლოვდივის “ბოტევთან” გამართავენ.