6 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს „საბურთალო“ სომხეთში ჩაატარებს – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი „არარატ-არმენიასთან“ ითამაშებს.
ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ჩემპიონი გულშემატკივრებისთვის ერევანში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ავტობუსი სომხეთის დედაქალაქში თამაშის დღეს, 6 აგვისტოს, 10:00 საათზე „ბენდელას” სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან გაემგზავრება და უკან მატჩის შემდეგ დაბრუნდება
ევროტურნირებზე ასპარეზობიდან გამომდინარე, რთული კალენდრის გამო, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „საბურთალოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის 4 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.