საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მანაფორტი უკრაინის მთავრობის ლობირებისთვის პოლიტიკოსებს საიდუმლოდ უხდიდა ფულს
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მანაფორტი უკრაინის მთავრობის ლობირებისთვის პოლიტიკოსებს საიდუმლოდ უხდიდა ფულს

2012-2013 წლებში უკრაინის პრორუსული მთავრობის ლობირებისთვის პოლ მანაფორტი ევროპელ პოლიტიკოსებს საიდუმლოდ უხდიდა ფულს – ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ახალ საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი.

სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გავრცელებული ინფორმაციით, მანაფორტმა ევროპელ პოლიტიკოსებს ორი მილიონი ევრო გადაურიცხა.

დასკვნაში წერია, რომ მანაფორტმა ევროპელი პოლიტიკოსებისთვის „ჰაფსბურგის ჯგუფი“ შექმნა, რომელსაც ყოფილი ევროპელი კანცლერი ხელმძღვანელობდა. დასკვნაში ეს ადამიანი მოხსენიებულია, როგორც „ევროპელი პოლიტიკოსი“, რომელიც მანაფორტთან იყო კოორდინაციაში.

პოლ მანაფორტი 2016 წელს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა.