საბოლოო მონაცემებით, საარჩევნო კოლეგიაში დონალდ ტრამპმა 312 ხმა მიიღო, კამალა ჰარისმა კი 226
საბოლოო მონაცემებით, საარჩევნო კოლეგიაში დონალდ ტრამპმა 312 ხმა მიიღო, კამალა ჰარისმა კი 226

აშშ-ის 50 შტატის საარჩევნო კოლეგიებმა ქვეყნის შემდეგ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. ოფიციალური საბოლოო მონაცემებით, საარჩევნო კოლეგიაში დონალდ ტრამპმა 312 ხმა მიიღო, კამალა ჰარისმა კი 226.

აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, წელს შტატებს 11 დეკემბრამდე უნდა დაედასტურებინათ თავიანთი შედეგები. შემდეგ, ამომრჩევლებმა 25 დეკემბრისთვის უნდა გადასცენ თავიანთი ხმების დამადასტურებელი მოწმობები ვაშინგტონს არჩევნების შედეგის დასადგენად საბოლოო ნაბიჯისთვის.

კონგრესის ერთობლივი სხდომა 6 იანვარს. ახალი პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება.