საბინა ჩუდიჩი - საქართველოს რეგიონში ჰყავდა ყველაზე პერსპექტიული სამოქალაქო საზოგადოება, ახლა კი ეს საზოგადოება არსებობის ზღვარზეა იმ კანონების გამო, რომელიც საკუთარ ორგანიზაციებს აგენტებად მიიჩნევს
საბინა ჩუდიჩი - საქართველოს რეგიონში ჰყავდა ყველაზე პერსპექტიული სამოქალაქო საზოგადოება, ახლა კი ეს საზოგადოება არსებობის ზღვარზეა იმ კანონების გამო, რომელიც საკუთარ ორგანიზაციებს აგენტებად მიიჩნევს

საქართველოს რეგიონში ჰყავდა ყველაზე პერსპექტიული სამოქალაქო საზოგადოება, ახლა კი ეს საზოგადოება არსებობის ზღვარზეა იმ კანონების გამო, რომელიც საკუთარ ორგანიზაციებს აგენტებად მიიჩნევს, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, საბინა ჩუდიჩმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატებზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს სამოქალაქო საზოგადოება ზეწოლის გამო ვერ დააკვირდება.

„არ არსებობს დემოკრატიის სეგმენტი, რომელიც არ არის ძლიერი და საშიში ზეწოლის ქვეშ საქართველოში. განსაკუთრებით ვხედავთ ცალკეულ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, ვხედავთ დაკავებებს და სამოქალაქო ორგანიზაციების გაყინულ ანგარიშებს. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ საქართველოს ოდესღაც რეგიონში ჰყავდა აყვავებული და ყველაზე პერსპექტიული სამოქალაქო საზოგადოება, ახლა კი იგი არსებობის ზღვარზეა იმ კანონების გამო, რომელიც საკუთარ ორგანიზაციებს უცხოელ აგენტებად მიიჩნევს.

თუ შევხედავთ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, ჩვენ გვაქვს ნული მტკიცებულება, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. იქ დამკვირვებლად არ იქნება სამოქალაქო საზოგადოება უპირველესად იმ უდიდესი ზეწოლის გამო, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება აწყდება საქართველოში. ამასთან, არ არსებობს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ დააკვირდნენ არჩევნებს. ეუთო/ოდირ-ის მოწვევა მოვიდა ძალიან გვიან, რამაც ხელი შეუშალა მნიშვნელოვან ზედამხედველობას და ოდირ-ის  მხრიდან მონაწილეობაზე აუცილებელ უარის თქმას. ასევეა ჩვენი საბჭო, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესი, რომლებიც არ იყვნენ მიწვეული არჩევნებზე დამკვირვებლად. ჩვენ ვხედავთ სფეროს, სადაც ჟურნალისტური თავისუფლება დახშულია და კვლავ ვხედავთ ჟურნალისტებზე თავდასხმებს.

მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებებით ციხეში ზის. 60-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია და მათი საბანკო ანგარიშები თავდასხმის ქვეშაა. ბოლოს ანგარიშები გვქონდა იანვარში, აპრილში. გვქონდა განხილვები მონიტორინგის კომიტეტში. ჩვენ ახლა გვაქვს დებატები რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლის მხარდაჭერისკენაც მოგიწოდებთ. ამჯერად, ჩვენ აღარ შეგვიძლია უბრალოდ ვაღიაროთ  დემოკრატიული უკუსვლა, არამედ უნდა შევახსენოთ ევროპის საბჭოს ყველა ორგანოს ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა, რომ გავუწოდოთ ხელი ქართველ ხალხს და მათ წვდომას ევროპის საბჭოს მექანიზმებზე, როგორიცაა, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. მოვუწოდოთ ამ ორგანოებს, აამოქმედონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლი, ასევე 3,33-ე მუხლი, რათა ევროპის საბჭოს ორგანოებს მიეცეთ შესაძლებლობა, უფრო მეტი ზეწოლა განახორციელონ საქართველოს დემოკრატიულ კურსზე დასაბრუნებლად“, – განაცხადა ჩუდიჩმა.