საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება
საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება

საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სულ 4 250-მდე ადამიანის სამაშველო-ევაკუაცია განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, დაზარალებულ რაიონებში საკვები, წყალი და მედიკამენტები გააგზავნეს.

როგორც მედია წერს, ქალაქები და სოფლები ტონობით წყლისა და ტალახის ქვეშ რჩება, ბევრ რაიონში დაზიანდა გზები, ხიდები, დაიტბორა სახლები.

შეგახსენებთ, რომ წყალდიდობა საბერძნეთის ცენტრში ოთხშაბათს ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.