საბერძნეთში ძლიერ ქარსა და წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ორი ადამიანი სანაპირო ქალაქ ანტირიოში ნავის გადაბრუნების შემდეგ დაიხრჩო, ასაკოვანი ქალი კი კუნძულ როდოსზე დატბორილ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უამინდობის შედეგად საბერძნეთში შვიდი ადამიანია დაღუპული.
პელოპონესის ნახევარკუნძულის ნაწილზე გზებზე გადაადგილება წყალდიდობის გამო რამდენიმე საათით შეფერხდა. ათენის დასავლეთით, ქალაქ კინეტაში გზები და ეზოები ტალახით დაიფარა. უამინდობის გამო, ათენის რეგიონში სკოლები ორი საათის დაგვიანებით გაიხსნა.