საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა [ფოტო]
საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა [ფოტო]

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა.

178 დაშვებული ჰოსპიტალიზებულია. ბევრ მათგანს, მათ შორის ბავშვებს ძლიერი დამწვრობა აქვთ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ათობით ადამიანი ამ ეტაპზე დაკარგულად ითვლება.

მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ისინი ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ამავდროულად, დამწვარ სახლებს ათვალიერებენ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.