საბერძნეთში ტყის ხანძარს მესამე დღეა, ებრძვიან
საბერძნეთში ტყის ხანძარს მესამე დღეა, ებრძვიან

საბერძნეთის დედაქალაქ ათენის დასავლეთით, ტყეში გაჩენილ ხანძარს მესამე დღეა, ვერ აქრობენ.

ხანძარი 19 მაისის საღამოს, კორინთიაში, ქალაქ ლუთრაკის მახლობლად მდებარე დასახლება სხინოსში გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, სტიქიის გამომწვევ მიზეზად მშრალ და ქარიან ამინდში ზეთისხილის ბაღებში ტოტების დაწვა სახელდება.

ამჟამად დაახლოებით 5,5 ათასი ჰექტარი ფართობის ტყეა დამწვარი. ადგილიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 180-ზე მეტი მეხანძრე, 62 ერთეული სპეცტექნიკა და 17 ერთეული საჰაერო ხომალდია ჩართული.