საბერძნეთში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლის მანქანა დაწვეს
საბერძნეთში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლის მანქანა დაწვეს

საბერძნეთში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლის მანქანა დაწვეს. შემთხვევა სალონიკში მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მანქანა განადგურებულია.

მომხდართან დაკავშირებით, სალონიკის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ათენსა და ანკარას ურთიერთობებში მრავალი სადავო საკითხია. მათ შორის არის ეგეოსის ზღვაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საკითხი და კვიპროსის ტერიტორიული დავა.