საბერძნეთში შრომითი რეფორმის გამო, რომელიც კერძო სექტორში სამუშაო საათების გახანგრძლივებას გულისხმობს, ასობით ადამიანი გაიფიცა
საბერძნეთში შრომითი რეფორმის გამო, რომელიც კერძო სექტორში სამუშაო საათების გახანგრძლივებას გულისხმობს, ასობით ადამიანი გაიფიცა

საბერძნეთში შრომითი რეფორმის გამო, რომელიც კერძო სექტორში სამუშაო საათების გახანგრძლივებას გულისხმობს, ასობით ადამიანი გაიფიცა. „როიტერის“ ინფორმაციით, გაფიცვის გამო ქვეყანაში გემებითა და მატარებლით გადაადგილება შეფერხდა.

როგორც გამოცემა წერს, მოსალოდნელია, რომ გაფიცული მუშები, მათ შორის საავადმყოფოს ექიმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, სხვა მომიტინგეებთან ერთად, პარლამენტისკენ შუადღისას გაემართებიან.

ახალი კანონპროექტი დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, გაახანგრძლივონ სამუშაო საათები.

ამასთან, ის დამსაქმებლებს მოკლევადიანი კონტრაქტით დაქირავებისა და შვებულებების წესების განსაზღვრის დროს მეტ მოქნილობას აძლევს. საბერძნეთის მთავრობა აცხადებს, რომ კანონპროექტი შექმნის უფრო ეფექტურ და მოქნილ შრომის ბაზარს და, ამავდროულად, კანონპროექტი იცავს მუშებს სამსახურიდან გათავისუფლებისგან, თუ ისინი უარს იტყვიან ზეგანაკვეთურ მუშაობაზე. თუმცა პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ეს არღვევს დასაქმებულთა უფლებებს და რვასაათიან სამუშაო დღეს აუქმებს.