საბერძნეთში შეზღუდვების შემსუბუქებიდან ერთ კვირაში მაღაზიების ხელახლა დახურვა იგეგმება
საბერძნეთში შეზღუდვების შემსუბუქებიდან ერთ კვირაში მაღაზიების ხელახლა დახურვა იგეგმება

საბერძნეთში შეზღუდვების შემსუბუქებიდან ერთ კვირაში მაღაზიების ხელახლა დახურვას აპირებენ. ამის მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესებაა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

საბერძნეთში მაღაზიები ორი თვის წინ დაწესებული კარანტინის ფარგლებში დახურეს და გასულ კვირას გახსნეს, თუმცა ახლა მთავრობა შეზღუდვების ამოქმედებას ხელახლა აპირებს.

მაღაზიების დახურვის გარდა, იგეგმება მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა და კომენდანტის საათის გახანგრძლივება.

შეზღუდვები ოფიციალურად დღეს გამოცხადდება.

ბოლო დღეებში ათენსა და სხვა რეგიონებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც საბერძნეთის მთავრობა შიშობს, რომ ქვეყანას „კოვიდ-19“-ის მესამე ტალღა ემუქრება.