საბერძნეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები გაიფიცნენ
საბერძნეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები გაიფიცნენ

საბერძნეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები გაიფიცნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადნენ, რის საპასუხოდაც პოლიციამ მომიტინგეების დასარბევად ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

აქციაზე შეკრებილები იმ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, რომელიც დასაქმებულებს გაფიცვის უფლებას უზღუდავს.

24 საათით საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლების გაიფიცნენ რომშიც. დასაქმებულები ნოემბერში გაფორმებული შეთანხმებით არიან უკმაყოფილო, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტის სფეროს მომუშავეებს მიაჩნიათ, რომ მათი სამუშაო პირობები გაუარესდა.

გაფიცვის გამო, დღეს დილიდან არ მუშაობს მეტროპოლიტენი, ავტობუსი და ტრამვაი.

რომის მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასარიდებლად, ქალაქის ისტორიულ უბნებში მსუბუქ ავტომობილებს დროებით გადაადგილების ნება დართო.