საბერძნეთში საჰაერო შოუს დროს სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია ორი პილოტი

00:40, 06.09.2026

საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ინციდენტის დროს პილოტები საჰაერო შოუში იღებდნენ მონაწილეობას.

მათივე ინფორმაციით, ორადგილიანი Phantom F4-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 40 მილის დაშორებით, ტანაგრას საჰაერო ძალების ბაზაზე დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, მანევრის დროს ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ორი პილოტის ცხედარი სამაშველო ოპერაციის დროს იპოვეს.

მომხდარის გამო ევაკუაციის ბრძანება გაიცა. მედიის ცნობით, ღონისძიებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ მაყურებლებს შორის დაშავებულები არ არიან.

ინციდენტის გამო მწუხარება გამოთქვა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა.

„ჩვენ დამწუხრებული ვართ და ჩვენი ფიქრები ორი დაღუპული პილოტის ოჯახებთანაა. ეს არის შეხსენება იმ ყოველდღიური საფრთხისა, რომელსაც ბერძენი მფრინავები აწყდებიან, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში რჩებიან საბერძნეთის ცის დასაცავად“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა.

მსგავსი