საბერძნეთში ქარიშხალ „იანოსის“ შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
საბერძნეთში ქარიშხალ „იანოსის“ შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში ქარიშხლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქარიშხალ „იანოსის“ შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია იონას კუნძულებსა და პელოპონესის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში.