საბერძნეთში მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა
საბერძნეთში მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

საბერძნეთში მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კონსერვატიული პარტია „ახალი დემოკრატიის“ კანდიდატებმა 13-დან 12 რეგიონში გამარჯვება მოიპოვეს.

პარტიის ლიდერ კირიაკის მიცოტაკისის თქმით, ოპოზიციამ მმართველი პარტიის დამარცხება შეძლო ათენსა და სალონიკშიც.

ათენში ხმების 65% მიიღო მიცოტაკისის ნათესავმა კოსტას ბაკოიანისმა.

შეგახსენებთ, საბერძნეთში 2 ივნისს გამართული მუნიციპალური არჩევნები წინ უსწრებდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ხუთ თვეში გაიმართება. ვადამდელი კენჭისყრის დანიშვნის გადაწყვეტილება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდა. ამ შემთხვევაში გამარჯვება ოპოზიციურმა „ახალმა დემოკრატიამ“ მოიპოვა.