საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს
საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას სთავაზობს და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

„საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელსაც შესაძლოა, ესაჭიროებოდეთ საქართველოს საელჩოს დახმარება დღეს, საბერძნეთის დროით 14:30 საათზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად, შეგახსენებთ, რომ 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს საელჩოს ცხელი ხაზი: +30 699 577 9793“, – აღნიშნულია საელჩოს მიმართვაში.

უწყება განმარტავს, რომ 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ათენიდან 23 კილომეტრში მოხდა.