საბერძნეთში მიტროპოლიტი სერაფიმი იმის გამო დააკავეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ეკლესიის კარი გააღო
საბერძნეთში მიტროპოლიტი სერაფიმი იმის გამო დააკავეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ეკლესიის კარი გააღო და მრევლს მოუწოდა, რომ აკრძალვის მიუხედავად, ტაძარში დაბრუნებულიყვნენ. ამის შესახებ CNN Greece იუწყება.
საბერძნეთის მთავრობამ „კოვიდ-19“ ის გავრცელების პრევენციის მიზნით პანდემიის პერიოდში საეკლესიო მსახურება აკრძალა.
მიტროპოლიტმა პოლიციის განყოფილებაში განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია ენციკლიკა.
მიტროპოლიტი გაათავისუფლეს და მას განუმარტეს, რომ წესები უნდა დაიცვას.
კითერას მერი მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს ქცევა სრულად არღვევს მთავრობის მიერ გაცემულ ბრძანებას.