საბერძნეთში მიგრანტებით სავსე მიკროავტობუსი გადატრიალდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა
საბერძნეთში მიგრანტებით სავსე მიკროავტობუსი გადატრიალდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მიგრანტებით სავსე მიკროავტობუსი გადატრიალდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Ekathimerini ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ კავალას მახლობლად მოხდა. მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ავარიის შედეგად ასევე დასავდა ათი ადამიანი. ყველა მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში ჰოსპიტალიზებულია.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსით ერაყელი და სირიელი არალეგალი მიგრანტები მგზავრობდნენ.