საბერძნეთში, მიგრანტების ბანაკში კარანტინი გამოაცხადეს
საბერძნეთში, მიგრანტების ბანაკში კარანტინი გამოაცხადეს

საბერძნეთში, მიგრანტების ბანაკში კარანტინი გამოაცხადეს. ბერძნული მედიის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ათენის საიხლოვეს მდებარე ბანაკში 20 მიგრანტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

მთავრობამ რისტონას ბანაკში მცხოვრები თავშესაფრის მაძიებელთა ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ ფეხმძიმე მიგრანტს ათენის საავადმყოფოში მშობიარობის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინეს.

რისტონას მიგრანტთა ბანაკში 2 500 იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფება. მთავრობის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობის გამო ბანაკი 14 დღით ჩაიკეტება.